კახა კალაძე: "რონალდინიო ჩემზე სწორედ ასეთ რამეს ამბობდა"

16-07-2019, 00:01

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე ძველ ისტორიას იხსენებს და ამჟამინდელ დროს უკავშირებს.

როგორც კახი კალაძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებები უხერხულია. ამ უკანასკნელის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი მას სამი წელია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის.

"მოვისმონე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, კალაძემ ფეხი დამიდოო. როდესაც სპორტში ვიყავი, რონალდუ, ზიდანი, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე განცადებებს, კალაძე ფეხს მიდებსო და ახლა მე ვფიქრობ, ცოტა უხერხულია ამ ბრალდებების ერთმანეთთან შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი", - განაცხადა კალაძემ.

ასევე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კალაძემ გუშინ საინტერესო განცხადება გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით