პუტინმა აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა, რუსეთის დიქტატორი ქართულ საგანძურზე შეყვარებულია

16-07-2019, 00:05

„მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი“ ,  „საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი“ , „ბურევესტნიკის ჩემპიონი“ , „საერთაშორისო კლასის ოსტატი სამბოში“, „საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი“ , „საქართველოს სპორტის ოსტატი“ ქართულ ჭიდაობასა და ლელობურთში – ასეთია იმ წოდებათა არასრული ჩამონათვალი,რომელიც ედუარდ კვიციანის წარსულს ამდიდრებს. ამდენი ჯილდოსა და მედლის მიუხედავად, სპორტსმენი ძალიან თავმდაბალი და უბრალო მოსაუბრეა.

განვლილ წლებს ნოსტალგიით იხსენებს და ამბობს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდა, თუმცა რაღაცები ვერ გამოიყენა. მისი ყველაზე დიდი სიამაყე მისი აღზრდილები, რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი და სამბისტთა კლუბ „იავარა ნევას“ კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ფიფია არიან.

როგორც ჭაღარა სპორტსმენმა გვითხრა, ვოვა გულდასმით სწავლობდა ქართული ჭიდაობის ილეთებს. 1970 წელს ვლადიმირ პუტინი სპორტის ოსტატი სამბოსა და ჭიდაობაში სწორედ ქართული ილეთების გამოყენებით გახდა. გაირკვა ისიც,რომ 19 წლის ვოვკა ამ საქმეში ქართველმა ძიუდოისტმა, ედუარდ კვიციანმა გაწვრთნა, მაგრამ ასწავლა თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეს ხეზე ასვლა, დღემდე საიდუმლოდ რჩება…

ედუარდ კვიციანი ახლა ზუგდიდის ერთ–ერთ დარბაზში ახალგაზრდა ძუდოისტებს ამზადებს. მისთვის ყველაზე მტავარი ფალავანთა კლუბ „უშბას“ აღსაზრდელები – მომავალი ჩოხიანი მოჭიდავეები არიან. ის დრო ენატრება, ადმიანებს ეთმანეთი ყოველგვარი ანგარების გარეშე რომ უყვარდათ. ქართული საბრძოლო ტექნიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და მოგვიანები ლენინგრადში, დღევანდელ პეტერბურგში ცხოვრებისას ცოდნა გაიღრმავა.

წყარო: www.ttimes.ge



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით