როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული?! (ფოტო)

15-07-2019, 15:13

პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემამ World Soccer-მა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური გუნდი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვეობაში მობურთავე ფეხბურთელებიდან საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი მხოლოდ ლიონელ მესიმ მოიპოვა.

საერთო ჯამში სიმბოლურ ნაკრებში 3 წარმომადგენელი მხოლოდ არგენტინას ჰყავს, 2 წარმომადგენლით თავს ბრაზილია იწონებს, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან თერთმეტეულში თითო ფეხბურთელი მოხვდა.

მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ)
მცველები: პაოლო მალდინი (იტალია), ფრანც ბეკემბაუერი (გერმანია), ბობი მური (ინგლისი), კაფუ (ბრაზილია).
ნახევარმცველები: ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა), დიედო მარადონა (არგენტინა), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), იოჰან კურიფი (ჰოლანდია).
თავდამსხმელები: პელე (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით