"ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის ტრანსფერისთვის ვალი აიღო !

16-07-2019, 03:20

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას", ფრანგი ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განსახორციელებლად, ვალის აღება მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდს არ შეეძლო 107 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსები სპონსორებისგან მოეპოვებინა, ამიტომაც 28 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად, BBVA-ს ბანკს მიმართა.

ცნობების მიხედვით, "ბარსელონას" ზემოთ ხსენებული "დავალიანების" გადახდა, 3 წლის განმავლობაში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის მადრიდის "ატლეტიკოდან" "ბლაუგრანაში" ტრანსფერი, 12 ივლისს გაოფიციალურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით