ლონდონის "არსენალი" ევერტონ სოარესის ტრანსფერს უახლოვდება !

16-07-2019, 03:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ბრაზიულიური "გრემიოს" ვარსკვლავის, ევერტონ სოარესის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, 36 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, მთავარ პრობლემას ამ ტრანსფერში ბრაზილიელთა მიერ მოთხოვნილი თანხა, ანუ 50 მილიონი ევრო შეადგენს, რასაც "მეთოფეების" შემოთავაზება, ვერ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, იტალიური "მილანია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით