"რეალ ბეტისი" ნაბილ ფეკირის ფავორიტთა სიაში მოექცა !

16-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ანდალუსიური "რეალ ბეტისი", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეკირთან 4 კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბეტისური კლუბი, ფეკირის ფავორიტთა სიაში მოექცა.

ცნობების მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებისთვის საჭირო თანხის მოპოვებას, ესპანელები, არგენტინელი შუახაზელის, ჯოვანი ლო სელსოს გასხვისებით გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით