ინსინიე: "სარი მოღალატეა"

16-07-2019, 14:39

იტალიური "ნაპოლის" გარემარბი ლორენცო ინსინიემ  მედიის წარმომადგენლებთან  მაურიციო სარის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენთვის, ნეაპოლელებისთვის, ასეთი ქცევა ღალატის ტოლფასია. ახლა ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ის თავისი "იუვენტუსიანად" დავამარცხოთ".

"სკუდეტო ჩვენი ოცნებაა და ვეცდებით, წლეულს ჩემპიონები გავხდეთ", - ციტირებს ინსინიეს სიტყვებს Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ სარის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის "ჩელსი" იყო, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგა მოიგო.

მანამდე, 2015-18 წლებში, ის "ნაპილის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით