ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

16-07-2019, 14:57

თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

– თუ არ ჩავთვლით ინტერს გის, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ემზადება მოახლოებული მატჩისთვის. ძალიან რთული თამაში იქნება, იმაზე რთული ვიდრე ტირასპოლში იყო. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაში სწორად არ შეგვაფასეს.

– რამდენად მოახერხა გუნდმა ემოციური ფონის დაძლევა?

– ტირასპოლში გამართული მატჩის დასრულების შემდეგვე დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა. ამისთვის 4 სამუშაო დღე გვქონდა. ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ნამდვილად არ გვაქვს იმის განცდა, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გასულები ვართ.

– ლევან ყენია თუ იქნება 18 კაციან განაცხადში?
– ყენია ფუნქციონალურად მზად არ არის მოახლოებული მატჩისთვის. ლუქსემბურგში, სადაც იგი ბოლოს თამაშობდა, ჩემპიონატი ერთი თვის წინ დასრულდა. დრო გვიჩვენებს, როდისთვის იქნება მზად.

– ტირასპოლში ელვინ ტერას გარეშე იყავით. მისი მდგომარეობა როგორაა?
– თბილისში ჩამოსვლისთანავე ტერა გუნდთან ერთად ემზადება. იგი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

– ეროვნულ ლიგაში ხშირად როტაციას მიმართავთ-ხოლმე. ხვალაც ანალოგიურს უნდა ველოდოთ?
– სიმართლეს გეტყვით – ამ დროისთვის მართლა არ ვიცი რა შემადგენლობით ვითამაშებთ. საღამოს ვარჯიში გვაქვს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ. ტირასპოლის თამაშმა გვაჩვენა, რომ რადიკალური ცვლილებები არაა საჭირო.

დიდი ანგარიშით მოვიგებთ თუ დავმარცხდებით, ჩვენ თამაშს ვითამაშებთ. გვსურს პირველ ნომრად ასპარეზობა, მაგრამ რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას, შეხვედრა დაგვანახებს.

შეგახსენებთ "შერიფთან" მატჩი დღეს, მიხეილ მესხზე 21 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით