ლამპარდი: "წარმატების მიღწევა ტრანსფერების გარეშეც შემიძლია"

16-07-2019, 18:02

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ მას გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა ახალი ფეხბურთელების გარეშეც შეუძლია.

"გასულ სეზონში გუნდის ბევრ თამაშს ვუყურე. სარისთან ერთად "ჩელსიმ" ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რაც თავის მხრივ წარმატებაა. თუმცა, არ ვაპირებ წარსულის ყურებას."

"კლუბს და ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ. მე მუშაობის ჩემეული ხერხი მაქვს. ამჟამად ჩემი საქმე პრე-სეზონზე დიდი ძალისხმევის დახარჯვაა."

"ჩემი გუნდი ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ კარგი შედეგების მიღწევა ახალი მოთამაშეების გარეშეც შეგვიძლია." - აცხადებს ფრენკი.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებს" 2020 წლის ზაფხულამდე ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით