პარიზელებმა "ბარსელონას" შეთავაზება უარით გაისტუმრეს

16-07-2019, 18:13

ანტუან გრიზმანის ტრანსფერის მიუხედავად, კატალონიის "ბარსელონა" ნეიმარ ჯუნიორს მაინც არ ეშვება.

გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა "პსჟს" წინადადებით უკვე მიმართა. "ბარსა" მზადაა ბრაზილიელი გარემარბის სანაცვლოდ ოსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს შეელიოს. გარდა ამისა, კატალონიელები 40 მილიონ ევროსაც იხდიან.

ამის მიუხედავად, წყაროს ცნობით, პარიზელებმა "ბარსელონას" ზემოხსენებული შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

როგორც ცნობილია, "პსჟ" ნეიმარს 300 მილიონ ევროდ აფასებს და კატალონიელებისგან კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას ითხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით