რატომ ვერ ვიხილავთ FIFA 20-ში ტურინის "იუვენტუსს"?

16-07-2019, 18:58

Pro Evolution Soccer-ის ოფიციალურმა გვერდმა რამდენიმე დღის წინ კომპანიასა და ტურინის "იუვენტუსს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გვამცნო.

როგორც ცნობილია, Konami-ს გარდა სხვა არცერთ თამაშს არ ექნება იტალიური გრანდის სახელზე უფლებები.

დღეს კი EA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA 20-ში "ბებერ სინიორას" ვერ ვიხილავთ, რადგან მათ არ აქვთ "იუვენტუსის" სახელის, ფორმებისა და სტადიონის გამოყენების უფლება.

სანაცვლოდ ხსენებულ თამაშში იქნება "პიმონტე კალჩო", რომელშიც ტურინელთა ყველა ფეხბურთელის გვარი და სახეები იქნება შეყვანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით