ტრიპიერი "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოსაა

16-07-2019, 19:23

მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

ბრიტანული გამოცემა Standard-ის ინფორმაციით, "როხიბლანკოს" მორიგი სამიზნე ლონდონის "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველი, კევინ ტრიპიერია.

წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. ინგლისის დედაქალაქის დატოვება კი თავად ტრიპიერსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ატლეტიკომ" უკვე დაიმატა ჰექტორ ერერა, ჟოაო ფელიში, მარკოს ლორენტე და ფელიპე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით