როი ჰოჯსონი: "მეთოფეებმა" ვილფრედ ზაჰას კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადონ, რისი სურვილიც ჯერ-ჯერობით არ აქვთ."

17-07-2019, 03:18

ლონდონური "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, როი ჰოჯსონი, გუნდის კოტ'დ-ვუარელ თავდამსხმელზე, ვილფრედ ზაჰაზე საუბრობს:

"დიახ, "არსენალის" წარმომადგენლობასთან ერთად მოლაპარაკებები გავმართეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. მათი შემოთავაზება ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს."

"მეთოფეებმა" ზაჰას კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადონ, რისი სურვილიც ჯერ-ჯერობით არ აქვთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 80 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით