"რომამ" ნიკოლო ძანიოლოს გაშვებაზე უარი თქვა !

17-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიურმა "რომამ", ახალგაზრდა ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქელებმა 20 წლის ფეხბურთელის გასხვისებაზე მკაცრი უარი განაცხადეს და მასთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყეს მუშაობა.

ცნობების მიხედვით, ძანიოლოს ახალი ხელშეკრულებით, გაუმჯობესებელი კვირეული ანაზღაურება ექნება 125 000 ევროს სახით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით