რუსი სპორტსმენის მხარდაჭერა საქართველოს

17-07-2019, 23:14

უცხო არაა ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას, სოციალურ მედიაში ორივე ქვეყნის მხრიდან არაერთი წარმატებული სპორტსმენი გამოეხმაურა.

ერთ-ერთი მათგანი ზემოთ ხსენებული სიიდან, ყველაზე ტიტულოვანი რუსი ჩოგბურთელი მამაკაცი, ევგენი კაფელნიკოვია, რომელმაც ვლადიმერ პუტინთან შეწინააღმდეგების კიდევ ერთი გზა მონახა.

ბოლო თვის განმავლობაში, 45 წლის მსოფლიოს ყოფილი ჩოგანი, "Twitter-ზე" ქართული პროდუქტებისა და საკვების: ხინკლის, "ნატახტარის" ლიმონათისა და "ბორჯომის" დაგემოვნების ვიდეობს ავრცელებს, სადაც ის ჩვენი ქვეყნის ნაწარმს, დადებითად აფასებს და აქებს.

შეგახსენებთ, რომ კაფელნიკოვმა ამ საკითხზე მისი პირველი ვიდეო, 27 ივნისს გამოაქვეყნა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით