ცნობილია, ვინ შეცვლის გრიზმანს "ატლეტიკოში"

17-07-2019, 23:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "The Sun" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელ ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ახლა მადრიდის "ატლეტიკოც" ჩაერთო, რომელიც მას ანტუან გრიზმანის შემცვლელად მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, ერიქსენი შესაძლოა მალე მისი ყოფილი თანაგუნდელის, კიერან ტრიპიერის გვერდზე ვიხილოთ, რომელიც "როხი ბლანკოს" სულ ცოტა ხნის წინ, 22 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით