იურგენ კლოპი: "მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო და ალისონ ბეკერი მალე დაბრუნდებიან"

18-07-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, პრე-სეზონის შემადგენლობაზე საუბრობს:

"ცხადია ამჟამად რამდენიმე ლიდერის არყოფნის შედეგად შექმნილი დანაკლისი საკმაოდ მძაფრად იგრძნობა, თუმცა ვფიქრობ ეს ყოველივე მალევე გამოსწორდება."

"მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო და ალისონ ბეკერი, დასვენებას შეიმოკლებენ და 7 დღეში დაბრუნდებიან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები, გასული თვის განმავლობაში, სანაკრებო ჩემპიონატებში იღებდნენ მონაწილეობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით