პეპ გვარდიოლა: "იმედი მაქვს ლეროი სანე "მანჩესტერ სიტიში" დარჩება !"

18-07-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის გერმანელ თავდამსხმელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"ჩვენთვის მთავარია კლუბის შემადგენლობაში მყოფი თითოეული მოთამაშე, ყველაფერთან ერთად, მისი მდგომარეობით კმაყოფილი და ბედნიერი იყოს და ეს რა თქმა უნდა ლეროისაც ეხება."

"ამიტომაც იმედი მაქვს სანე მომდევნო სეზონშიც, კვლავ "სიტის" რიგებში გააგრძელებს ასპარეზობას."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 23 წლის შემტევის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით