2021 წლის საკლუბო მუნდიალზე "რეალი" და "ლივერპული" ითამაშებენ

18-07-2019, 21:59

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან საკლუბო მუნდიალზე ცვლილებები შევა ძალაში.

FIFA-ს გადაწყვეტილებით, პირველ განახლებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გარანტირებულად ითამაშებენ მადრიდის "რეალი" და მერსისაიდული "ლივერპული".

ჯერ-ჯერობით, სხვა წესების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ლიგის ბოლო ორი ჩემპიონი მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტიტული მადრიდის "რეალმა" დაისაკუთრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით