"პარი სენ-ჟერმენმა" დაადასტურა, ნეიმარი გუნდიდან მიდის

18-07-2019, 22:12

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "პსჟმ" ნეიმარ ჯუნიორის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელზე გაკეთებული ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

როგორც ცნობილია, თავად ნეიმარს კატალონიის "ბარსელონაში" სურს დაბრუნება, თუმცა, ესპანელები საკმარის თანხას არ იხდიან.

"პსჟმ" ნეიმარი ორი წლის წინ 222 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდი 300 მილიონ ევროზე იაფად მის დათმობას არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით