"რეალი" პოგბას აღარ შეიძენს

18-07-2019, 22:19

მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესს შეხვდა და ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი მოითხოვა.

თუმცა, პასუხად მიიღო, რომ კლუბს ზაფხულში უკვე 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახარჯული და ახალი ფეხბურთელების შეძენა ვეღარ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე დაიმატა ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ფერლან მენდი და ედერ მილიტაო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით