"ატლეტიკომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

18-07-2019, 22:39

მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

"როხიბლანკოს" ოფიციალური საიტის ცნობით კლუბმა ცენტრალური მცველი, მარიო ჰერმოსო დაიმატა.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიური "ესპანიოლი" 29 მილიონ ევროს მიიღებს.

ჰერმოსო მადრიდის "რეალის" აღზრდილია და ის 2017 წელს გადავიდა კატალონიურ კლუბში. "თეთრებს" მისი 7.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, თუმცა, არ გამოიყენეს და საბოლოოდ ახალგაზრდა მცველი "ატლეტიკოში" აღმოჩნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით