ალკანტარა: "ეს ყველაფერი ფეხბურთს ხიბლს უკარგავს"

18-07-2019, 22:51

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მედიის წარმომადგენლებთან  ვიდეო რეფერიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინოვაციის წინააღმდეგია.

"ვიდეო რეფერის წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ინოვაცია სამართლიანობის ხარისხს ზრდის, თუმცა ფეხბურთის არსს ეწინააღმდეგება".

"როდესაც გოლს გაიტან, აღნიშვნის ნაცვლად პირველ რიგში მსაჯს უნდა შეხედო და დაინახო ცენტრისკენ აქვს ხელი გაშვერილი თუ VAR-თან გადის კონსულტაციას. ამით ფეხბურთი დიდ ხიბლს კარგავს", - განაცხადა ტიაგომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით