"ბარსელონას" "პსჟ-სთან" ახალი შეთავაზება აქვს

18-07-2019, 23:15

გავლენიანი სოპრტული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს ინფორმაციიას იმის შესახებ, რომ  "ბარსელონამ" "პსჟ-სთან" ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, კატალონიელების პირველი შეთავაზება ასეთია - 90 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელი, რომელსაც "პსჟ-ს" ხელმძღვანელობა თავად შეარჩევს.

პარიზელები თუ შეთავაზებას დათანხმედიან, კოუტინიო, სემედო, დემბელე, რაკიტიჩი და მალკომიდან ორი ფეხბურთელი არჩევა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" 2017 წელს, რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და "პსჟ-ში" გადაბარგდა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით