ინგლისი ფეხბურთის ფედერაციამ სტარიჯის დისკვალიფიკაცია მისცა და ჯარიმა დააკისრა

18-07-2019, 23:40

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი დანიელ სტარიჯი, რომელიც დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ფსონების წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

კერძოდ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში სტარიჯი საკუთარ ძმას "სევილიაში" მისი პოტენციური ტრანსფერის თაობაზე შიდა ინფორმაციას გადასცემდა და მას ფსონის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

გარდა ამისა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სტარიჯს ბრალი დასდო მილანის "ინტერსა" და "ვესტ ბრომვიჩში" მისი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შუამავლის დახმარებით ფსონების გაკეთებაში, თუმცა ეს ბრალდება ფეხბურთელს არ დაუმტკიცდა.

სადისციპლინო კომისიამ დანიელ სტარიჯს ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა, საიდანაც ოთხი კვირა პირობითი ვადაა. გარდა ამისა, ფეხბურთელი 75 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. ამრიგად, სტარიჯს მოედანზე გასვლა 31 ივლისს შეეძლება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით