"ბარსამ" ნეიმარი შესაძლოა იჯარით დაიმატოს

18-07-2019, 23:42

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" ნეიმარზე ფიქრს არ ეშვება.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით, "პსჟმ" ბრაზილიელი გარემარბის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა, "ბლაუგრანა" კი ამ შანსის გამოყენებას გეგმავს.

ევროპული გამოცემების ცნობით, "ბარსამ" 27 წლის ფეხბურთელი შესაძლოა იჯარის წესით დაიმატოს.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ესპანელებს ნეიმარის შესაძენად საკმარისი თანხები ამჟამად არ აქვთ. ორწლიანი იჯარის ვადის გასვლის შემდგომ კი "ბარსა" მას გარკვეულ ფასად გამოისყიდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით