ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების წევრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ითამაშებს

18-07-2019, 23:55

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიის ერედივიზიონში გააგრძელებს.

"ტვენტეს" ოფიციალური საიტის ცნობით, "სევილიას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბს ორწლიანი იჯარის წესით შეუერთდა.

აბურჯანია ორწლიანი პაუზის შემდგომ პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ერედივიზიონში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ტვენტემ" ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გასულ სეზონში მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით