ოფიციალურად: "პსჟ" ნკუნკუმ დატოვა

19-07-2019, 00:17

ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას "რედ-ბულ ლაიფციგში" გააგრძელებს.

გერმანული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ხელი.

"პსჟ" ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუ პარიზული გუნდის აღზრდილია და მან ძირითად გუნდში 54 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით