"პარი სენ-ჟერმენი" დენი როუზის ტრანსფერს უახლოვდება !

19-07-2019, 03:13

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარცხენა მცველის, დენი როუზის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო მზადაა 29 წლის მოთამაშის სანაცვლოდ, 25 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, როუზს "პსჟ" ამასთან ერთად, 250 000 ევროს სახით, გაზრდილ კვირეულ ანაზღაურებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით