კიერან ტრიპიერი: "დიეგო სიმეონესთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იქნება"

19-07-2019, 03:16

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეული, ინგლისელი მარჯვენა მცველი, კეირან ტრიპიერი, კლუბის არგენტინელ მთავარ მწვრთნელზე, დიეგო სიმეონეზე საუბრობს:

"ამ გუნს თვალყურს წლების განმავლობაში ვადევნებდი და კარგად ვიცი, რომ სიმეონე მისი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს."

"ბოლო სეზონების განმავლობაში "ატლეტიკოს" მიერ დაფიქსირებული შედეგები კი მხოლოდ ამ გეგმის სრულყოფილებაზე მიუთითებს, ამიტომაც ასეთი დონის თავკაცთან ერთად მუშაობა, დიდი პატივი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ფეხბურთელი, "როხი ბლანკოში", ლონდონის "ტოტენჰემიდან", 22.5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით