"ბარსელონა" ნეიმარ ჟუნიორის სანაცვლოდ 90 მილიონსა და 2 მოთამაშეს იმეტებს !

19-07-2019, 03:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის დაბრუნებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის პრეზიდენტმა, ესპანელმა ხოსეპ მარია ბართომეუმ, პარიზული გრანდის ხელმძღვანელობას 27 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, ახალი შეთავაზება გაუგზავნა.

ცნობების მიხედვით, "ბარსელონა" "პსჟ-ს", 90 მილიონს და ამასთან ერთად, ივან რაკიტიჩსა და ფელიპე კოუტინიოს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა "ბლაუგრანა", 2017 წლის ზაფხულის სატრანასფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით