იურგენ კლოპი: "სატრანსფერო ბაზარზე, "რეალისა" და ბარსელონას" მსგავსი ფინანსები არ გვაქვს"

19-07-2019, 03:29

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრობს:

"ამჟამად აჩქარებაზე არ ვფიქრობთ და გვსურს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დროს საკმაოდ დიდი თანხა დავხარჯეთ და იგივეს ყოველ სეზონში ვერ გავაკეთებთ."

"სატრანსფერო ბაზარზე გუნდის მუდამ მსოფლიო დონის მოთამაშეებით დაკომპლექტების ფუფუნება, მხოლოდ მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" აქვთ, ჩვენ კი მსგავსი პრივილეგიებით ვერ ვსარგებლობთ."

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული გრანდი, 1 ივნისს, მის მე-6 ევროპულ ტიტულს დაეუფლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით