მილანის "ინტერი" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს უახლოვდება !

19-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელთა ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს 26 წლის თავდამსხმელის გადაბირება, რაც შეიძლება მალე მოხერხდეს.

ცნობების მიხედვით, "ნერაძური" მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა გაიმეტოს, თუმცა რამდენად დათანხმდება ამ შეთავაზება "იუნაიტედი", ეს ჯერაც საკითხავია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის შეძენით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით