კალუმ ჰადსონ-ოდოი "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება !

19-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი თავდამსხმელი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, გუნდთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის შემტევმა ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის მიერ განსაზღვრული სათამაშო დროით კმაყოფილია და მზადაა კლუბში მისი ადგილისთვის იბრძოლოს.

ცნობების მიხედვით, კალუმის კვირეული ანაზღაურებაც გაიზრდება და 150 000 გირვანქა გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით