იან ვერტონგენი: "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" ისეთივე დომინანტურები ვეღარ იქნებიან"

19-07-2019, 12:35

ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, იან ვერტონგენი, "მანჩესტერ სიტისა" და მერსესაიდულ "ლივერპულზე" საუბრობს:

"ვფიქრობ ისინი მომდევნო სეზონში ასეთივე დომინანტურები ვეღარ იქნებიან, რადგანაც შეუძლებელია 2 დამღლელი გათამაშების შემდეგ, კვლავ შეუცდომლად იასპარეზო."

"ეს ყოველივე კი ჩვენ, პრემიერ ლიგის 3-4 საუკეთესო გუნდის სიაში შემავალ კლუბს, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სერიოზულ შანსს გვაძლევს."

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ინგლისის ჩემპიონატის გათამაშების თასის მფლობელი, 98 ქულით, "ქალაქელები" გახდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით