იბრა:"აქ ისე ვარ როგორც ფერარი ფიატებს შორის"

18-10-2019, 16:49

ლოს ანჯელეს "გალაქსის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და კლუბში საკუთარი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა

"აქ ვარ, როგორც ფერარი ფიატებს შორის. ამერიკის ჩემპიონატი არ არის ევროპულ დონეზე, უნდა ვიყოთ რეალისტები. მე ვთამაშობდი ჩემი დონის ფეხბურთელებთან, თუმცა მსგავსი გამოცდილება შვედეთის ნაკრებში მქონდა".

"მინდა, რომ ჩემითანაგუნდელები ჩემს სიმაღლეზე იყვნენ. შეიძლება იყოს მატჩები უფრო მაღალი ტემპის, უფრო ტაქტიკური, უფრო რიტმული", -თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია 7.5 მილიონი დოლარით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით