კორეას შეძენა იტალიურ გრანდს სურს

19-07-2019, 15:17

იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა გარემარბის ანხელ კორეას ტრანსფერზე მუშაობს.

"მილანში" დარწმუნებული არიან, რომ კორეას გადაბირებას შეძლებენ. სხვათა შორის, კორეას ინტერესებს ცნობილი პორტუგალიელი აგენტი, ჟორჟე მენდეში იცავს.

24 წლის არგენტინელის ფასი დაახლოებით 55 მილიონი ევროა.

ამასთან, "როსონერის" რიგები შეიძლება თავდამსხმელებმა - პატრიკ კუტრონემ და ანდრე სილვამ დატოვონ.

კორეა "ატლეტიკოში" 2014 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით