კეინი: "ლიგის ფინალი არ მინახავს და ამას არც გავაკეთებ"

19-07-2019, 15:42

ინგლისის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მედიის წარმომადგენლებთან "ლივერპულთან"  წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.

"წაგებასთან შეგუება რთული იყო. ჩვენ ფლეიოფის ეტაპი შესანიშნავად გავიარეთ და ფინალამე მივედით. ყოველთვის სამწუხაროა, როცა ასეთ დიდ თამაშებში საკთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ წარმოაჩენ. ასეა თუ ისე გასულმა სეზონმა დაგვანახა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და ამის გამეორებას უნდა ვეცადოთ".

"ლიგის ფინალი არ მინახავს და ამის გაკეთება არც მინდა. მასზე ფიქრი რთულია, რადგან, შესაძლოა, ეს ჩვენი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, მაგრამ ასეთი გამოცდილებით მეტს ვისწავლით", - განაცხადა კეინმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემი" ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით