კლოპი: "მომდევნო სეზონი პრემიერლიგაში "სიტის" ეკუთვნის"

29-07-2019, 19:47

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მდიის წარმომადგენლებთან პრემიერლიგის ახალ სეზონზე ისაუბრა.

"ძალიან კარგი იქნება თუ "მანჩესტერ სიტის" მომავალ სეზონშიც არ ჩამოვრჩებით. ეს მათი დამარცხების ერთადერთი საშუალებაა".

"უკვე ცხადია, რომ "სიტი" პრემიერლიგის მთავარი ფავორიტია".

"არ ვფიქრობ, რომ ისინი გასულ სეზონში 98 ქულას იმ შემთხვევაშიც მოაგროვებდნენ, ჩვენთან კონკურენცია რომ არ ყოფილიყო, შესაბამისად, ვერც ჩვენ შევძლებდით 97 ქულის მოპოვებას". - განაცხადა იურგენმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით