რივალდო ნეიმარის წასვლას ვარაუდობს

19-07-2019, 19:56

ნეიმარის გარშემო ატეხილ სატრანსფერო აჟიოტაჟს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო გამოეხმაურა.

ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, მისი თანამემამული ზაფხულში კლუბს გამოიცვლის.

"ყველამ კარგად იცის, რომ ნეიმარს წასვლა უნდა. დარჩენის შემთხვევაში არავინ იცის, მას კიდევ ექნება თამაშის სურვილი თუ არა."

"ის პარიზში ბედნიერი არ არის და დარჩენის შემთხვევაში ინანებს თავის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კლუბი ნეიმარს იოლად არ შეელევა, თუმცა, ის მაინც წავა." - აცხადებს რივალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით