პიზარო კარიერას ასრულებს

19-07-2019, 20:00

ლეგენდარული პერუელი ფეხბურთელი, კლაუდიო პიზარო სეზონის დასრულების შემდგომ ბუცებს კედელზე ჩამოკიდებს.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე საკმარისია. დროა, კარიერა დავასრულო." - აცხადებს პიზარო.

39 წლის ფეხბურთელს კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანიის ბუნდესლიგაში აქვს გატარებული.

"ბაიერნისა" და "ვერდერის" შემადგენლობაში მან 197 გოლის გატანა მოახერხა, რაც მე-6 საუკეთესო შედეგია ბუნდესლიგაში. გარდა ამისა, ის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით