"რომა" იგუაინის დამატებასთან ახლოსა

19-07-2019, 20:03

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი კარიერას იტალიის დედაქალაქში გააგრძელებს.

გამოცემა Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, "რომამ" "ბებერ სინიორასთან" ერთწლიან იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა მხოლოდ ფეხბურთელის დასტურს ელოდება.

წყაროს ცნობით, რომაელები იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდიან, სეზონის დასრულების შემდგომ კი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ იგუაინი უკანასკნელად ლონდონის "ჩელსიში" გახლდათ განათხოვრებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით