წელიწადში 50 მილიონი ევრო - მბაპეს წარმოუდგენელ კონტრაქტს სთავაზობენ

19-07-2019, 20:20

"პსჟს" ლიდერი, კილიან მბაპე შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს მიიღებს.

წყაროს ცნობით, პარიზელები შიშობენ, რომ 20 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს და განახლებული კონტრაქტის მიზეზიც სწორედ ესაა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში 2022 წლამდე უნდა დარჩეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

თბილისის "დინამო" "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით