დიდი ტრანსფერი - გვარდიოლას მეგა გარიგება

20-07-2019, 00:38

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "სიტიმ" შესაძლოა კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი დაიმატოს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა სერიოზულად არის დაინტერესებული სამუელ უმტიტის გადაბირებით. ესპანელ სპეციალისტს ის ვინსენტ კომპანის შემცვლელად ესახება.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან ფრანგი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. 

შეგახსენებთ, რომ უმტიტიმ გასული სეზონი ტრავმების გამო ფაქტობრივად გამოტოვა, რის გამოც კლუბი მის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით