მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება !

20-07-2019, 03:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, მის გუნდთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევი ინგლისურ გრანდში, კიდევ მინიმუმ 4 წლით, ანუ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის გუნდის შეთავაზების განხორციელების შემთხვევაში, სალაჰი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და კვირაში 400 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამასის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით