"ბაიერნს" ჯოვანი ლე სელსოს გადაბირებას სურს !

20-07-2019, 03:12

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", ანდალუსიური "რეალ ბეტისის" არგენტინელი ნახევარმცველის, ჯოვანი ლო სელსოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიულ გრანდს სურს გუნდში, 2 წლიანი იჯარის შემდეგ "რეალში" დაბრუნებული ხამეს როდრიგესის მსგავსი პროფილის მოთამაშე გადაიბიროს.

ცნობების მიხედვით, ლო სელსოს სანაცვლოდ გერმანელებს, მინიმუმ 70 მილიონი ევროს გამეტება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით