"ტოტენჰემი" კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს !

20-07-2019, 03:19

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", დანიელი ნახევარმცველთან, კრისტიან ერიქსენთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელს, 2-ჯერ მეტ კვირეულ ანაზღაურებას, კერძოდ კი 160 000 გირვანქას სთავაზობენ.

ცნობების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ამ მაჩვენებლით, ყოველი სეზონის განმავლობაში, 4 მილიონი გირვანქას ნაცვლად, 8 მილიონს მიიღებს და "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შუახაზელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით