ნეიმარი დიდ სკანდალში გაეხვა

20-07-2019, 03:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელს, გადასახადებისთვის განკუთვნილი 34 მილიონი ევროს გადაუხდელობას ედავებიან.

ცნობების მიხედვით, ნეიმარის სამომავლო ფინანსებს შესაძლოა ყადაღაც კი დაედოს მანამ, სანამ ის ამ ფიქსირებულ ვალს, ბოლომდე არ გაისტუმრებს, რასაც მისი ანაზღაურებითაც კი, არცთუ ისე ცოტა დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით