ბენჟამინ მენდის დაბრუნების დრო გაირკვა !

20-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" ფრანგი მარცხენა მცველის, ბენჟამინ მენდის მოედანზე დაბრუნების დრო გაირკვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი ტრავმის შემდეგ, 25 წლის ფეხბურთელს, მუხლის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ის მალე რეაბილიტაციის პროცესსაც დაიწყებს.

ცნობების მიხედვით, მენდის სრულად გამოჯანმრთელება, სექტემბრის ბოლოს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის დაზიანებების გამო, გასულ სეზონში "ქალაქელთა" მარცხენა მცველის როლი, უკრაინელმა ალექსანდრ ზინჩენკომ შეითავსა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით