"ბარსა" და "რეალი" - კიდევ ერთი ხმაურიანი ცნობა სატრანსფერო ბაზარზე

20-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელ მარცხენა მცველს, დენი როუზის, ახალი მსურველები გამოუჩნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მოულოდნელად, კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაინტერესდნენ.

ცნობების მიხედვით, ესპანური გრანდები როუზს, მარცხენა მცველის პოზიციაზე, ძირითადი მოთამაშეების შესანიშნავად შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად მხოლოდ 20 მილიონ გირვანქას შეადგენს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით